სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე, - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტის შვეიცარიაში სამშვიდობო სმ,იტშ მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, სასაცილოდ გამოიყურება.
ალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე. მე არ მახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდა ამდენი უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირის და არამხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტს და საერთოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს. არ მახსოვს არა ასეთი რამ არ მომხდარა უკრაინის ომის შემდეგ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხისგან განსხვავებით, სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს უკრაინასთან დაკავშირებით, იგი მხარს უჭერს რუსეთს. კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე და თუნდაც პრეზიდენტ, ზურაბიშვილზე გამოიყურება ძალიან სასაცილოდ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კახა კალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტოს, შარლ მიშელის მოწოდებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებან ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელოს, თბილისის მერმა თქვა: "მსგავსი მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც "გამჭირვალობის კანონთან" დაკავშირებით, მთელი თვეების განმავლობაში არსებობდა".