"ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ ევროპული სანქციები, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე ბოლოს ევროკავშირი ფინანსურ სანქციებზე იზრუნებს, მანამედ კი გარკვეული პირობები იქნება.
გადაწყვეტილია, ფაქტობრივად, სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დეპუტატების მიმართ, დპლომატიური პასპორტების მფლობელი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ. უფრო შორს, ალბათ, რაც არის ფინანსური სანქციები ოქტომბრამდე არ წავა საქმე, თუმცა იქნება ბევრი პირობა, პირობადებული განცხადება, რომელიც დაუკავშირდება ოქტომბრის არჩევნებს, - თქვა სერგო ჩიხლაძემ.