ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ჩინეთს არ მიიღოს მონაწილეობა შვეიცარიაში გლობალურ სამშვიდობო სამიტში. იუწყება АР
„ცხადია, ჩინეთი აქ არ არის და მე ვფიქრობ, რომ ის აქ არ არის, რადგან პუტინმა სთხოვა არ ჩამოსულიყო. მიმაჩნია, რომ ეს მეტყველებს ჩინეთის პოზიციაზე რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინაში. ვფიქრობ, ქვეყნებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ," - განაცხადა სალივანმა.
რუსეთი არ მონაწილეობს შვეიცარიაში გამართულ სამიტში. ის სამიტს უწოდებს მიკერძოებულ ღონისძიებას, ხოლო ქვეყანას, რომელიც მას მასპინძლობს, „ღიად მტრულად განწყობილს“.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ უკრაინა მზადაა მოიწვიოს რუსეთის წარმომადგენელი მეორე სამშვიდობო სამიტზე, რომელსაც წარუდგენს მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას.