მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ვეროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
"მადლობა სალომე ზურაბიშვილო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს," - წერს ფონ დერ ლაიენი.