უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის რეგიონში 14 ივნისს რუსეთის დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინსიტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ სოფელ კუტუზოვკაზე იერიშის შედეგად დაზიანდა ფერმა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ასევე საცხოვრებელი სახლი.
გლუშკოვკაში მტრის ჭურვი საბავშვო ბაღის ტერიტორიას მოხვდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
სოფელ ბოგუსლავკაში მტრის დაბომბვის შედეგად ორი საცხოვრებელი კორპუსი და სამი კერძო სახლი დაზიანდა.