ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.
უნგრეთმა, რომელიც ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა.
ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ელჩები პრინციპულად შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოზე.
ბელგიის წარმომადგენლობა პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციებს 25 ივნისს დანიშნავს." ნათქვამია ინფორმაციაში. ასე, რომ სწორედ 25 ივნისს დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.