დღეს, 14 ივნისს, გავრცელდა ქეით მიდლტონის პირველი ფოტო და მისი პირადი გზავნილი საზოგადოებისთვის. პრინცესას სურს ხვალ სასახლის აივანზე გამოჩნდეს და ასევე გეგმავს თავის მოვალეობებს დაუბრუნდეს.
ფოტოზე პრინცესა აღბეჭდილია ხის ფონზე.
უელსის პრინცესამ აღნიშნა, რომ ახლა თავს უკეთ გრძნობს, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და გეგმავს ზოგიერთ მოვალეობებს დაუბრუნდეს. "მე უკეთ ვარ, მინდა დავბრუნდე", - ამბობს ის.
ქეითმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიღოს ყოველწლიურ Trooping The Color-ის აღლუმში, რომელიც ხვალ, 15 ივნისს გაიმართება.
მიდლტონის თქმით, მისი მკურნალობის კურსი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. 15 ივლისს მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე უელსის პრინცესა ეტლში იჯდება შვილებთან ერთად და ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმება.
"მე ვსწავლობ, როგორ ვიყო მომთმენი, მით უფრო გაურკვევლობაში. ვიღებ ყოველ დღეს ისეთს, როგორიცაა, ვუსმენ ჩემს სხეულს და თავს უფლებას ვაძლევ გამოჯანმრთელებისთვის გამოვიყენო იმდენი დრო, რამდენიც მჭირდება" - წერს ქეით მიდლტონი.
ამასთან, ბრიტანული გამოცემაThe Sun იუწყება, რომ უელსის პრინცესას ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ გართულებები შეექმნა.
აღნიშნულია, რომ თავიდან პრინცესას მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
„პრევენციული ქიმიოთერაპია არ არის ყველაზე სასიამოვნო რამ. ყველას ეშინოდა, რომ სერიოზული ოპერაციისა და საკმაოდ ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ, ის კვლავ იძულებული იქნებოდა მკურნალობა გაეგრძელებინა“, - თქვა სამეფო კარის წარმომადგენელმა ქეთი ნიკოლმა 11 ივნისს.
მან დაამატა, რომ მიდლტონი დაუბრუნდება თავის ძირითად მოვალეობებს, როგორც კი ექიმები ამის ნებართვას მისცემენ.
22 მარტს კენსინგტონის სასახლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მიდლტონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და განმარტა, რომ ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.
16 აპრილს, ბრიტანულმა ტელეარხმა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უელსის პრინცმა უილიამმა პირველად განაახლა თავისი საჯარო მოვალეობები მას შემდეგ, რაც მარტში გასაჯაროვდა მისი მეუღლის დიაგნოზი.