შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო პატენტი, ფეიქ დომენიკო მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ სამოქალაქო აქტივისტზე, ბექა პაპაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც დეპუტატს, "რუსი მონა" დაუძახა.
მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო პატენტი, ფეიქ დომენიკო მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი დახლებს შორის. დაიძახა პირველად მხოლოდ ეს ფრაზა - შენ ხარ რუსულ კანონზე ხელისმომწერიო. მე არანაირ რუსულ კანონზე ხელისმომწერი არ ვარ, არ არსებობს ბუნებაში არანაირი რუსული კანონი, არსებობს ქართული კანონი.
„ეს ადამიანი დაფინანსებული არის, რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12 საათზე კრწანისის სუპერმარკეტში. როდესაც დამიძახა რუსეთის მონა, მე პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული არის მხოლოდ ერთი სიტყვა და ეს რუსული სიტყვა იმას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის ეს ადამიანი. ჩვენ არ შეგვიგინებია, მას უბრალოდ იმ ტერმინს ვუწოდებდი, რაც ის არის. ეს ადამიანი მიშა სააკაშვილის ბოტასების და ნასკების მცველი რომ არის, მაინტერესებს როგორ აღმოჩნდა იქ. ისე ორგანიზებულად იხევდა უკან, გაგიკვირდებოდათ პირდაპირ. გასმა მაინც ისწავლე წინ, მაგ ულვაშების პატრონმა, უკან ჯექსონივით ბრეიკდანსით რომ გახვედი. შემდეგ გადავარდა არაჟნებში, ესეც ნიშანდობლივია მიშა სააკაშვილის.
ჩამოვართვით მომწამვლელი გაზი, აქ მაქვს, გახვეულია, დნმ და თითის ანაბეჭდები რომ არ წაიშალოს. ამ მომწამვლელი გაზით იყო ჩასაფრებული, ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შურისძიების მიზნით. უოჯახოები, უპრინციპო, საძაგელი ადამიანები - ჩემს შვილზე იძახდა ზონდერიაო და შეურაცხყოფას მაყენებს მისი უმცირესი, პატარა ჭკუით, რომ თურმე ის სიამაყით იძახდა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო“, - განაცხადა ოდიშარიამ.
„ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი დაუძახა. ინციდენტი გუშინ საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალას აქტივისტი თავად ავრცელებს, რომელშიც ისმის, როგორც ეძახის ის დეპუტატს - მონას.