უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს ნამდვილი ალიანსის დონეზე აყენებს.
„ისტორიული შედეგი შეერთებულ შტატებთან არის ორმხრივი, უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც ჩვენს ურთიერთობას ჭეშმარიტ ალიანსის დონეზე აყვანს.
ეს არის ყველაზე ძლიერი შეთანხმება ამერიკასთან ჩვენი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში. არსებობს შეთანხმების იურიდიულად სავალდებულო ნაწილი, არის აბსოლუტურად სასარგებლო დეტალები საჰაერო თავდაცვასთან, თვითმფრინავებთან დაკავსირებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ამერიკა დაეხმარება უკრაინას იმდენი გამანადგურებლის მიწოდებაში რამდენიც მას სჭირდება.
"მე ველაპარაკე ლიდერებს პილოტების მომზადების დაჩქარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასთან შეთანხმებაში ახლა ნათქვამია, რომ უკრაინის მხარდაჭერა იქნება როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს, დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ კვლავ ვხედავთ მშვიდობას - სამართლიან მშვიდობას ჩვენს ხალხისთვის. ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ, მადლობა ორივე პარტიას და კონგრესის პალატას, მადლობა, ამერიკა!“, - თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში, G7-ის სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს 10-წლიან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას.