ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო, ალბათ ეს დაემართა გუბაზ სანიკიძეს, მიუღებელია, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან ასეთი ტიპის განცხადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ოპოზიციისთვის დამახასიათებელია სიძულვილის ენა, მუქარა. ყოველდღიურად ამას ვამბობთ კიდეც, ეს ხალხი რევანშზე არის ორიენტირებული, ესენი აუცილებლად გამოსწოვენ ქართველ ხალხს სისხლს თუ ამის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროა, რომ ამას შეუერთდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდნენ და მათ წესით, არ უნდა ჰქონდეთ ასეთი განწყობები. მათ შორის გუბაზ სანიკიძეს, მაგრამ ალბათ ის ტერარიუმი, რომელშიც ტრიალებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას. ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო, ალბათ ეს დაემართა გუბაზ სანიკიძეს. სხვა შემთხვევაში ჩემთვის გასაკვირია, უდიდესი მწერლის შვილისგან ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან, ასეთი ტიპის განცხადება, ეს ამაზრზენი და მიუღებელია.
გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „რამე არ შეგეშალოთ, „ქოცებო“, თორემ მერე დანდობა აღარ იქნება თქვენი. ეს ახალგაზრდები უპატრონოები არ არიან, ამათ მამები და დედები ჰყავთ. ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ“.