განვითარების ერთ-ერთ სავარაუდო, შესაძლო სცენარად დასახელებული იყო პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი მათ შორის, რადგან საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირს და ასეთი ტერორისტული აქტის, როგორც შესაძლო განვითარების სცენარად მოყვანა არის სრულად გამაოგნებელი, ამიტომ მოუწია კომისარს განმარტების გაკეთება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ საკითხებზე, კანონებზე და ა.შ. ექსტრემიზმი, როგორც სავარაუდო სცენარი, არის გამაოგნებელი. როცა ექსტრემიზმის და ექსტრემისტული აქტის მოყვანა ხდება, როგორც ერთ-ერთი ნორმალური სცენარი განვითარებისა, დაშვება ხდება, რომ ასეთი სცენარი შეიძლება, განვითარდეს და ვიღაცამ ტყვია ისროლოს, პროევროპულმა ძალებმა ისროლონ ტყვიები. რა თქმა უნდა, ამის დაშვება, რომ ექსტრემისტული აქტი შესაძლოა, განხორციელდეს და შესაძლო სცენარად ამის წარმოჩენა მაღალ თანამდებობის პირებს შორის საუბარში, ეს არის პოლიტიკურად გაუმართლებელი. ის, რომ ეს სიტყვები და ეს ექსტრემისტული აქტის მაგალითი იყო მოყვანილი საუბარში, დაადასტურა თავად კომისარმა. როდესაც საუბარია პოლიტიკურ საკითხზე და ექსტრემისტული აქტი მოყვანილია, როგორც განვითარების შესაძლო სცენარი და თუ მოლოდინია, რომ პროევროპული ძალებისგან შესაძლოა, იყოს ექსტრემისტული აქტი ჩადენილი, ეს რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, პროევროპული შეიძლება ეწოდოს ძალას, რომელიც ექსტრემიზმზე წავა? ასე გამოვიდა ზუსტად, რომ ერთ-ერთ სავარაუდო, შესაძლო სცენარად განვითარების დასახელებული იყო პრემიერ-მინისტრ ფიცოს შემთხვევა, რაც არის ექსტრემისტული, ტერორისტული აქტი მათ შორის, რადგან საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირს და ასეთი ტერორისტული აქტის, როგორც შესაძლო განვითარების სცენარად მოყვანა არის სრულად გამაოგნებელი და ამიტომ მოუწია კომისარს განმარტების გაკეთება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.