საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, მოუწოდა ზომიერ მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფებს - სოციალ-დემოკრატებს, კონსერვატორებს და მწვანეებს გაერთიანდნენ მის ცენტრისტულ ბანაკთან ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად და მომავალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
"არსებობს ნება ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც არ არის შეკრული ალიანსებით ულტრამემარცხენეებთან და ულტრამემარჯვენეებთან. დარწმუნებული ვარ, რომ სოციალ-დემოკრატებს, რადიკალებს, მწვანეებს, ქრისტიან-დემოკრატებს, გოლისტებს და, უფრო ფართოდ, ბევრ ჩვენს თანამემამულეს და პოლიტიკურ ლიდერს, რომლებიც არ ცნობენ საკუთარ თავს ექსტრემისტულ ციებ-ცხელებაში, შეუძლიათ ამ ლიდერებთან მუშაობა და ახალი პროექტის აშენება, პროექტების კოალიცია მმართველობისთვის, კოალიცია საფრანგეთისა და რესპუბლიკის სამსახურში“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შედეგ, რომელშიც გამარჯვება მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) მოიპოვა, მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება. ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ზომიერი ძალები გაერთიანდებიან, რათა თავიდან აიცილონ ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების ხელისუფლებაში მოსვლას.