ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრმონი ევროპარლამენტის არჩევნებს ეხმიანება
„საარჩევნო კამპანიის დროს, ბევრმა ძალიან ღიად მითხრა რომ პრობლემა პუტინში კი არ იყო, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, - წერს ფონ კრამონი X-ში.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა.
არჩევნებში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ხმების 29,5% მოიპოვეს.