რუსეთის არმიამ ვერ შეძლო "ხარკოვის ოპერაციის" განხორციელება, - ამის განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან ფრონტზე არსებული ვითარება განიხილა.
„მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ხარკოვის ოპერაციის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე შემოდიან და ხარკოვის რეგიონს ატერორებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დამატებითი დანაყოფები გაიგზავნა და ის კიდევ უფრო გაძლიერდება.
რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ხარკოვის რეგიონში ახალი შეჭრის მიზანი, რომელიც მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, იყო ეგრეთ წოდებული „სანიტარული ზონის“ შექმნა საზღვარზე, რომელიც შექმნილია ბელგოროდის დაბომბვისგან დასაცავად.
10 მაისის დილით რუსეთის ძალებმა დაიწყეს შეტევითი ოპერაციები ხარკოვის რეგიონში უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ. მათ მოახერხეს რამდენიმე სოფლის ხელში ჩაგდება, ახლა კი ბრძოლები ქალაქ ვოვჩანსკის გარშემო გრძელდება. უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ 8 ივნისის მონაცემებით, ვოვჩანსკის "უმეტესობას" კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების აკონტროლებენ.