ისრაელი ტერორიზმს არ შეეგუება, არ დავნებდებით, ვიდრე ყველა ჩვენს მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ისრაელი ტერორიზმს არ დანებდება და გაბედულად იმოქმედებს, რათა ჩვენი მძევლები სახლში დააბრუნოს. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არ დავნებდებით, ვიდრე არ დავასრულებთ მისიას და არ დავაბრუნებთ ყველა მძევალს სახლში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების ძალებს მძევლების გასათავისუფლებლად ღაზაში ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
დღეს ცნობილი გახდა ისრაელის მიერ „ჰამასის“ ოთხი მძევლის გათავსუფლების შესახებ.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა“ 250 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნების მოქაალქეებიც იყვნენ. მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანი კვლავ ტყვეობასი რჩება, მათ შორის არიან დაღუპულებიც.