ისრაელმა „ჰამასის“ ოთხი მძევალი გაათავისუფლა.
გათავისუფლებული მძევლები არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გადაყვანილნი არიან თელ-ჰაშომერის სამედიცინო ცენტრში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა“ 250 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნების მოქაალქეებიც იყვნენ. მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანი კვლავ ტყვეობასი რჩება, მათ შორის არიან დაღუპულებიც.