ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე გააკეთა.
ლევან ხაბეიშვილმა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიას თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურას წარუდგენს.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2023 წლის 30 იანვარს აირჩიეს.