ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დევიდ ქემერონი გახდა პრანკერის მსხვერპლი, რომელმაც თავი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოდ გაასაღა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საუბარი ვიდეოზარით შედგა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. მან დასძინა, რომ პრანკერებმა ზარი ტექსტური შეტყობინებების საშუალებით მოაწყვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიდეოში გამოჩნდა კაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა პოროშენკოს, მაგრამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალევე იეჭვა, რომ მას თაღლითობასთან ჰქონდა საქმე. საგარეო საქმეთა მინისტრმა საუბარი შეწყვიტა, როდესაც მას სხვა ადამიანების საკონტაქტო მონაცემების სთხოვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ საუბარი შედგა "ბოლო დღეებში", მაგრამ არ აკონკრეტებენ, თუ ვის შეეძლო რეალურად დაერეკა ქემერონისთვის, რაზე ისაუბრეს ან როგორ მოახერხეს თაღლითებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისი აცხადებს, რომ გადაწყვიტეს ამ ამბის გასაჯაროვება „იმ შემთხვევისთვის, თუ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიდეო მანიპულირების მიზნით შემდგომში იქნება გამოყენებული, და ასევე სხვებისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ასეთი რისკის შესახებ“.
დევიდ ქემერონი ნანობს თავის შეცდომას, მაგრამ მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვვების შესახებ ხმამაღლა უნდა ისაუბრონ და გააძლიერონ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.