დიპლომატი ნატალია საბანაძე აცხადებს, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც საგარეო კურსის ცვლილებით და რუსული კანონის უკან გაწვევით აშშ-სთან სიტუაციის დასტაბილურების ბერკეტი გააჩნია, "ქართული ოცნებაა".
"მმართველი პარტიის მხრიდან იმდენად გამწვავდა რიტორიკა, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, ამერიკის მიერ სანქციების დაწესებას წინ მოლაპარაკებების გამართვის სურვილი უძღოდა, თუმცა მისი თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ოლიგარქის გუნდის მხრიდან უარი მიიღეს.
პირდაპირ სანქციებს არავინ არ აწესებს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ სერიოზული კომუნიკაცია. იყო შემოთავაზება, რომ მოლაპარაკებები გამართულიყო იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. ბევრი რამ იდო მაგიდაზე, თუმცა ყველაფერზე უარი მიიღეს. უარის ფორმასაც ხომ გააჩნია, იმდენად მოხდა რიტორიკის გამწვავება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ როგორც მტრულ სახელმწიფოს ესაუბრები, ისე ვესაუბრებით ახლა ჩვენ აშშ-ს. ძალიან მძიმე ფონი აჩვენა. სანქციებიც ეტაპობრივია. თავიდან არის სავიზო შეზღუდვები, შემდეგ ხალხის რაოდენობაც იზრდება, მერე გადადის საფინანსო შეზღუდვებზე და ა.შ.. ჩვენ მოვისმინეთ გზავნილი, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ეს არის მხოლოდ დასაწყისი და შეგვიძლია, სიტუაცია გავაუმჯობესოთ და სიტუაცია შეიცვალოს", - ამბობს საბანაძე.