დღეს შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას უფლება აქვს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შეუტიოს რუსეთში სამხედრო ობიექტებს, რათა თავი დაიცვას.
სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე,შ ვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთობლივ ინტერვიუშისტოლტენბერგმა განმარტა, რომ „თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს უფლებას დაარტყას ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებს თავდამსხმელი მხარის, აგრესორის ტერიტორიაზე, - ამ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე.
„ეს არის შეტევითი ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის - უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არანაირად არ წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე“, - თქვა მან.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ხარკოვის მახლობლად ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.