გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუდნაძე ამერიკის სახდეპის გადაწყვეტილებას "დასავლური დემოკრატიის შავი დღედ" აფასებს.
“მთავარმა პარტნიორმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა. ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი კანონის მიღებისთვის სანქცირდება - მიუღებელია, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც [ლაზარე] გრიგორიადისი შეწყალებულია იმისთვის, რომ მან ძალადობა ჩაიდინა - ეს ძალადობის ხელშეწყობაა და როდესაც პოლიციელი სანქცირდება - ეს ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. ეს იმის წინაპირობაა, რომ თბილისშიც უკრაინული "მაიდანიზაცია" მივიღოთ, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამგვარია, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. საზოგადოებისა და ხელისუფლება მთავარი ჯავშანი და ფარია იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს ომი", - ამბობს ხუნდაძე.