საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს. მისი თქმით, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქის დასახმარებლდ.
მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა მოსკოვში სავარაუდო ჯაშუშობისთვის, საფრანგეთის მოქალაქის ლორან ვინატიეს დაკავებების შესახებმ მაკრონმა ტელეთერში დაადასტურა, რომ პარიზმა ეს უკვე იცოდა.
„ის არის ჩვენი ერთ-ერთი თანამემამულე, რომელიც მუშაობს შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც აფინანსებს გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და ეწევა დიპლომატიურ საქმიანობას“, - განაცხადა მან.
მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია „სიმართლის სურათის აღდგენა მოსმენილი ბრალდებების ფონზე“. მან აღნიშნა, რომ ვინატიე არ მუშაობდა საფრანგეთისთვის და რომ მას გაუწევენ ყველა შესაძლო საკონსულო დახმარებას, რომელიც გათვალისწინებულია ასეთ შემთხვევებში.
მოსკოვში საფრანგეთის მოქალაქის დაკავების შესახებ 6 ივნისს გახდა ცნობილი. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებდა, რომ დაკავებული ფრანგი, სავარაუდოდ, ზედიზედ მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა რუსეთში სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ ინფორმაციას. მას ასევე ბრალად ედება რუსეთის კანონმდებლობის შეუსრულებლობა და უარი „უცხო აგენტად“ არდარეგისტრირება.