უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 53 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით დაესხა თავს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა რაკეტისა და 48 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მტრის მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები ჩამოგდებულია დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, მიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, კიევისა და ხმელნიცკის ოლქებში.
კიევის ოლქში საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოში. დაშავებულები არ არიან.