უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს.
კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რუსლან კრავჩენკოს განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მტერი იერიშს არ წყვეტდა. განგაში ოთხ საათს გაგრძელდა.
მისვე ცნობებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოში. დაშავებულები არ არიან.
ამასთან, გასულ ღამეს აფეთქებების ხმები ისმოდა ხმელნიცკის ოლქში.
დრონებით თავდასხმა იყო ოდესაზე.
ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესის ცენტრში. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.