საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით გადაეცემა Mirage-2000-5-ის ტიპის რამდენიმე ერთეული გამანადგურებელი და კიევთან „ახალი თანამშრომლობის“ ფარგლებში საფრანგეთი მოამზადებს უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს.
„ხვალ დავიწყებთ ახალ თანამშრომლობას და გამოვაცხადებთ Mirage 2000-5-ის გამანადგურებლების გადაცემას“, - თქვა მან და დასძინა, რომ თვითმფრინავები „უკრაინას საშუალებას მისცემს დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე“.
მისივე ცნობით, Mirage 2000-5-ის მართვისთვის საფრანგეთი პილოტთა მომზადების ექვსთვიან კურსს ამ ზაფხულიდან დაიწყებს.
გარდა ამისა, პარიზი დაეხმარება უკრაინული 4500-კაციანი ბრიგადის მომზადებაში - რაც, როგორც მაკრონმააღნიშნა, „ესკალაციის ფაქტორი არ არის“.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა ოფიციალურ პირებთან პარიზში პარასკევს, 7 ივნისს გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს ორ შეთანხმებას, რომელიც უკრაინოსვის 650 მილიონი ევროს ღირებულების კრედიტსა და გრანტს ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგეტიკული ობიექტების მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს.