ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ დაიკლებს. პირიქით, ამ კანონის საპასუხოდ, ჩემი პროგნოზით, შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება, რაც გამოყოფილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, გადავამისამართოთ, რათა გავზარდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელიც ნათელია, რომ უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
“მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს, ჩვენ აქ ვართ, იმისთვის რომ დავრჩეთ. გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ამ პრობლემას დავძლევთ. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც ისტორიული მიღწევა იყო. თუ მეკითხებით იმას რომ შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება დაიკარგოს ან შეჩერდეს, დიახ, ეს არის ზომები, რასაც მოიცავს დოკუმენტი და ეს უნდა გადაწყვიტოს 27 ქვეყანამ. ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ დაიკლებს. პირიქით, ამ კანონის საპასუხოდ, ჩემი პროგნოზით, შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება, რაც გამოყოფილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, გადავამისამართოთ, რათა გავზარდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელიც ნათელია, რომ უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.