ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა ნომერ პირველი პრიორიტეტია ცხრა ნაბიჯს შორის, ვიმედოვნებ, აღარ განმეორდება განცხადებები, რომლებიც სრულად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის სთხოვეს კომენტარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე.
„ცხად პოლიტიკას ვატარებ, რომ არ გავაკეთო კომენტარი კონკრეტულ კომენტარებზე, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებები საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლებისგან, მათ შორის ჩვენი, ევროკავშირის დადანაშაულება საქართველოში ტერორიზმის დაფინანსებაში, საქართველოს ჩაგვრაში, ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ეს განცხადებები ძალიან მაწუხებს. საქართველოში თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, სრულად მესმის, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი ძალიან ემოციურია. ასევე მესმის, რომ უკვე საარჩევნო კამპანიაში ვართ. ვცდილობ, არ მივიღო ეს განცხადებები ესკალაციურად, მაგრამ რაც მართლა მაწუხებს, ეს განცხადებები ასევე გაიგეს ევროკავშირის დედაქალაქებში და ბევრ პოლიტიკოსს ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში უბრალოდ არ ესმით, რა ხდება, რატომ ისმის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის ზიანის მომტანი განცხადებები საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლებისგან. როგორც ყველამ ვიცით, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ცხრა ნაბიჯს შორის. გულწრფელად ვიმედოვნებ, აღარ განმეორდება ასეთი განცხადებები, რომლებიც სრულად უსაფუძვლოა. ერთ-ერთი ბრლადება არის, რომ ევროკავშირი აფინანსებს ტერორიზმს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. {პირველი არხი}