აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ, შეუძლებელია, მზად ვართ მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და ჯანსაღი გახდეს, იყოს ისეთი როგორიც უნდა იყოს და არა უბრალოდ ვირტუალური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, საქართველო მზად არის ჯანსაღი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„საქართველო არ არის ვინმეს ვასალი და ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს, ქვეყანაში მშვიდობას დაანგრევს და იქნება ის ვითარება, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია. არა მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას, ვიცავთ მშვიდობას და გვინდა სიმშვიდის შენარჩუნება. მზად ვართ, პარალელურად ჯანსაღი ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა კალაძემ.