ვინც ამერიკასთან ურთიერთობის გადახედვით არის დაკავებული, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის იმედად რჩება, როცა ამერიკასთან ურთიერთობის გადახედვას აპირებს? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ამ კითხვის გარეშე ყველაფერი ფარისევლობაა, როცა ამბობ, რომ მთავარ პარტნიორს ანაცვლებ და არ ამბობ, ვის იმედად ანაცვლებ და ვისში ცვლი. რაც შეეხება ოპოზიციის მიმართვას ამერიკის მიმართ, მხარდაჭერა, რომ ვინმე არჩევნებს დააკვირდეს და ქართველ ხალხს მძიმე პერიოდში გვერდში დაუდგეს, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ შეიძლება, ვინმეს ქართველები დახმარებას ვთხოვდეთ, პირველ რიგში, ამერიკელებს უნდა ვთხოვოთ, რადგან სამყაროში სწორედ ამერიკელების იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.