ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები, - ამისშესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი წერს.
„ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკამაოდ რთული რამ არის. პოლიტკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ - ეს ყოველივე კარგად ვიცი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დაარსოთ პროევროპულ პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს სუკეთესო პრაქტიკაა;
საქართველო ამას იმსახურებს!“ - წერს როთი.