სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, მასზე თვდასხმის შემდეგ გაავრცელა პირველი მიმართვა და განაცხადა, რომ რამდენიემ კვირაში ტავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
ფიცომ მიმართვაში თქვა, რომ მას ესროლა „სლოვაკური ოპოზიციის აქტივისტმა“ და აღბიშბა, რომ ის ახლა მკურნალობას სახლში აგრძელებს.
”თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მე შემიძლია ეტაპობრივად დავბრუნდე სამსახურში ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში,” - თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პატიობსთავდამსხმელს არ გრძნობს სიძულვილს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ესროლა. პირობა დადო, რომ არ უჩივლებს და კომპენსაციას არ მოსთხოვს.
„ მე მას ვაპატიე, თავის თავთან გაარკვიოს, რა გააკეთა და რატომ გააკეთა ეს. ბოლოს და ბოლოს, აშკარაა, რომ ის იყო მხოლოდ ბოროტების გზავნილი , რომელიც პოლიტიკურად წარუმატებელმა და იმედგაცრუებულმა ოპოზიციამ უკონტროლო მასშტაბით გაავრცელა“. - თქვა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 მაისს დაჭრეს. შემთხვევა ბრატისლავასთან ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
71 წლის თავდამსხმელის იურაი ცინტულას განცხადებით, მას არა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკვლა, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება სურდა, რათა სამომავლოდ არსებული პოლიტიკის გატარება ვერ გაეგრძელებინა.