თვალს ვადევნებდი ამ განხილვას და დილამდე ყურში ჩამესმოდა, ჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე, და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა - ამის შესახებ “ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიამ კომენტარის გააკეთა აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე. დეპუტატმა სიძულვილის შემცველი და შეურაცხმყოფელი ლექსიკა ქალი დიპლომატის მიმართ გამოიყენა.
"თვალს ვადევნებდი ამ განხილვას და დილამდე ყურში ჩამესმოდა, ჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე. და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს დასანქცირებას, საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ... ვეუბნები საბანაძეს, ჩვენ რო გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება, იქ ვისაც ექლესებოდა კი ხედავდით..." ამბობს ოდიშარია
აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ აგენტების კანონზე იმსჯელეს.
განხილვაზე მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი.