აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ის მოსმენა დაიწყო. ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.
შეკრებილებს წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა მიმართა.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიერ ქვეყნის 20%-ია ოკუპირებული.
ამასთან, უილსონმი მიესალმა სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით.
"ქართულმა ოცნებამ", რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატრალნტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო [უცხოელი აგენტების კანონი] და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და "ქართული ოცნება" ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური. ამას პასუხი უნდა გაეცეს ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩვენ უნდა MEGOBARI Act-ის წარდგინებით, საქართველოს წარმომდგენლებთან და ასევე სენატის და კონგრესმენების წევრებთან ერთად, მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელესბს რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ. ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთანაა დაკავშირებული. ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოში არჩევნებამდე და MEGOBARI Act-ის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის. - განაცხადა უილსონმა.