„ნაციონალური მოძრაობა იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მხარს უჭეერენ ერთიანობას და არ ვაპირებენ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას.
„ნაციონალური მოძრაობა იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება!
ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება პარტიული არჩევნები, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს, ამიტომ ჩვენ ყველა ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს ფაქტობრივად გვერდით იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხალხს.
ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის, თუმცა ცხადია არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, ვისაც აქვს სხვა პოზიცია. უბრალოდ მნიშვნელოვანია, შევჯერდეთ ამ პოზიციებზე, შევჯერდებით დარწმუნებული ვარ და საბოლოო ჯამში, ერთობლივი ფრონტით, ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს.
რა კონფიგურაციით იქნება, როგორ იქნება უახლოვეს პერიოდში საზოგადოებას ეს ინფორმაცია ექნება, თუმცა ცალსახად შემიძლია განვაცხადო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზად არის ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს!“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.