უკრაინული მედიის ცნობით, 4 ივნისს, გამთენიისას რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპრზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, შვიდიადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც.
„მძიმე დილაა დნიპროში. მტერი თავს დაესხა ქალაქს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივები, მათ შორის არიან ბავშვები“, – წერს ლისაკი.
მისივე ინფორმაციით, 1 თვის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დახმარება ადგილობრივად გაეწია17 წლის ბიჭმა კი საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ორი დაშავებული.