რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ შესაძლოა, „ფატალურ შედეგებს“ შეეჯახოს, თუ უგულებელყოფს მოსკოვის გაფრთხილებას, რომ უკრაინამ ვაშინგტონის მიერ გადაცემული შეიარაღება რუსეთზე თავდასხმისთვის არ გამოიყენოს.
"მსურს გავაფრთხილო აშშ-ს ლიდერები იმ არასწორი გათვლების შესახებ, რასაც შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს. უცნობი მიზეზებით, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ მოგერიების სერიოზულობას, რომელიც შესაძლოა, მიიღონ". - თქვა რიაბკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა "ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილებები გაავრცელა და მისი სიტყვები სრული სერიოზულობით უნდა მიიღონ".
გამოცემა Politico წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება ფარულად მისცა. მოგვიანებით, ასეთი ნებართვები ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც გასცა.