პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 20:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მიღებას გამართავს "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ პარტიებთან.
მიღებაზე პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს პარტიების წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, "ქართულ ქარტიას" დღეს დილიდან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა ხელი მოაწერეს.
ქარტიაზე ხელმოწერაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს „გირჩმა“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“.