გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 3 ივნისს, უახლოესი საათების განმავლობაში, 4 ივნისის ღამის ჩათვლით, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი).