ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდა. ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, რომ წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამიტომ მივიჩნიეთ აუცილებლად, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხელი მოეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ ვუერთდებით ამ დოკუმენტს და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს ევროკავშირში". - თქვა ბოკუჩავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.