მოკლედ, არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (სახელი დამავიწყდა), რომელიც შემდეგ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს. ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქველმოქმედო აქცია-კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ტერორზე. ევროპის სახელით საქართველოში 21-ე საუკუნეში ტერორით არის დაკავებული ის ხალხი, რომელიც თავის თავს ასოცირებს ევროპასთან, რომელიც მათ შორის ფინანსდება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან და ამ ხალხისგან დღეს, ჩვენ ვხედავთ ტერორს. სინამდვილეში არანაირი მუხტი, ამ მხრივ, არც არსებობდა. არსებობდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო გარედან წამოსული დეზინფორმაციული კამპანიისა ქართული კანონის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამან გარკვეული ემოციური განწყობები შექმნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ცნობებით, აქცია კონცერტის დროს სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად 250 ათასი ლარი შეგროვდა. ეს ღამის 01:00 საათის მონაცემია. ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის ასახული უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები.