აშშ-ში განაცხადეს, რომ თუ „ჰამასი“ მიიღებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ მრავალფაზიან ზავის გეგმას ღაზაში ომის დასასრულებლად, ის მოელის, რომ ისრაელიც დათანხმდება.
„ეს იყო ისრაელის წინადადება. ჩვენ ველით, რომ თუ „ჰამასი“ დათანხმდება წინადადებას, რომელიც მათ გადაეცა, როგორც ისრაელის წინადადება, მაშინ ისრაელი იტყვის დიახ“, - განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ABC News-ს.
„ჩვენ ველოდებით "ჰამასის' ოფიციალურ პასუხს“, - თქვა კირბიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელმა ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის ახალი პირობები წარუდგინა, რომელიც კატარმა ტერორისტულ დაჯგუფებას უკვე გადასცა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება სამ ეტაპს მოიცავს.