აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელმა ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის ახალი პირობები წარუდგინა, რომელიც კატარმა ტერორისტულ დაჯგუფებას უკვე გადასცა.
აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება სამ ეტაპს მოიცავს.
ბაიდენის თქმით, პირველი ეტაპი არის ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა და მოიცავს სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის დასახლებული ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანას, ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება რიგ მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ, მათ შორის ქალების, მოხუცებისა და დაშავებულებისა.
ბაიდენი ამბობს, რომ მეორე ეტაპზე პალესტინელი მოქალაქეები ღაზაში თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან და მათ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ.
"საბოლოოდ, მესამე ეტაპზე, ღაზას მსხვილმასშტაბიანი აღდგენის გეგმა დაიწყება და მოკლული მძევლების ყველა ნეშტი ოჯახებს დაუბრუნდება". - თქვა ბაიდენმა
ბაიდენის თქმით, ღაზის აღდგენისთვის საჭიროა პალესტინისა და ისრაელის ლიდერების გაერთიანება ისე, რომ „ჰამასს“ არ მიეცეს ხელახალი შეიარაღების საშუალება, ხოლო აშშ დაეხმარება ღაზას სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში.