ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთი ათი წლის წინ დატოვა, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში სისხლის სამართლის აღძრან „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევის ბრალდებით.
როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ იუწყება რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებით, „არსებობს ყველა საფუძველი“ კასპაროვისთვის ბრალის წასაყენებლად. ოფიციალური პირების თქმით, თუ საქმე აღიძრა, კასპაროვს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ემუქრება.
თავისუფალი რუსეთის ფორუმის თანადამფუძნებელი კასპაროვი, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, დაემატა „უცხოელი აგენტების“ რეესტრს, რომელშიც შედიან პუტინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები.
კასპაროვმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციას სჭირდება პუტინის რუსეთის ალტერნატივის შექმნა.
”ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ საზღვარგარეთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ომს მოიგებს”, - თქვა მან ოქტომბერში ტალინში, თავისუფალი რუსეთის ფორუმის მიერ ორგანიზებულ ომის საწინააღმდეგო მე-5 კონფერენციაზე.