შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია ზაფხულში ახალ სამმხრივ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი შინ ვონ სიკი და იაპონიის თავდაცვის მინისტრი მინორუ კიჰარან ერთმანეთს სინგაპურში თავდაცვის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
მხარეებმა „აიღეს ვალდებულება გააგრძელონ სამმხრივი თანამშრომლობა, რათა უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამი ქვეყანა ასევე შეთანხმდა მიმდინარე წელს სამმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე.
სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების პირველმა პირებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლოდროინდელი ბალისტიკური რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით სადაზვერვო თანამგზავრის გაშვება და ის როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა.