კოსმოსური აპარატი ჩანგე-6 მთვარეზე წარმატებით დაეშვა. ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია (CNSA) იუწყება.
პარატის ამოცანაა გრუნტის სინჯების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა. 2 კილოგრამი გრუნტის შესაგროვევლად მას ორი დღე აქვს. დედამიწაზე დაახლოებით 25 ივნისისთვის, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში უნდა დაბრუნდეს.
ჩანგე-6-ის წარმატებული დაბრუნების შემთხვევაში ჩინეთი პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც მთვარის ბნელი მხარიდან სინჯებს მოიპოვებს.
„ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. იანვარში მთვარეზე იაპონური SLIM-ი, ხოლო ერთ თვეში - ამერიკული Intuitive Machines-ი.