ზოჰრე ელაჰიანი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად ირანში დაარეგისტრირეს.
ირანელი პოლიტიკოსი ზოჰრე ელაჰიანი ორჯერ იყო პარლამენტის წევრი, 2008-2012 და 2020-2024 წლებში.
„ზოჰრე ელაჰიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა... „ჩემი მთავრობის დევიზია „ჯანსაღი მთავრობა, ჯანსაღი ეკონომიკა და ჯანსაღი საზოგადოება“, - აღნიშნულია ირანული მედიის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციაში.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ზოჰრა ელაჰიანი შესაძლოა, გახდეს ირანის პირველი ქალი პრეზიდენტი.
მანამდე ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამ ქალს უარი ეთქვა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე, რადგან ისინი „არ აკმაყოფილებდნენ პირობებს“.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სულ 17 ადამიანმა გამოთქვა.
მათ შორის არის თეირანის მერი ალირეზ ზაკანი, ირანის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე – ალი ლარიჯანი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდოლნასერ ჰემათი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოში ქვეყნის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი საიდ ჯალილი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაური ვაჰიდ ჰაგანიანი და ირანის პარლამენტის ექვსი მოქმედი და ხუთი ყოფილი წევრი.
ირანის ისლამური რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.