„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 2 ივნისს კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა თელავში 13:00 საათზე გაიმართება.
„2 ივნისს, 13:00 საათზე თელავში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.