იემენელი ჰუსიტების მოძრაობა „ანსარ ალაჰი“ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ამერიკულ ავიამზიდზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა იაჰია სარიამ განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუსიტებმა ექვსი ოპერაცია ჩაატარეს საზღვაო ძალების, სარაკეტო დანაყოფებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
„წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიში მივიტანეთ ამერიკულ ავიამზიდ „დუაიტ ეიზენჰაუერზე“, - აღნიშნა იაჰია სარიამ.
მოგვიანებით, აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი წითელ ზღვის სამხრეთით, ასევე ორი საზენიტო ბალისტიკური რაკეტა.