შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კონგრესის ერთობლივ სხდომაზე სუყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს. მიწვევის მიზანს წარმოადგენს მხარდაჭერა გამოხატვა ღაზაში ისრაელის კამპანიის გამო პარტიებს შორის უთანხმოების ფონზე.
ნეთანიაჰუს მოწვევის წერილს ხელი მოაწერეს პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა და პალატის დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა.
უცხოელი ლიდერებისთვის კონგრესის ერთობლივ სხდომებზე სიტყვით გამოსვლა იშვიათი პატივია, რაც როგორც წესი, შეიძლება წილად ხვდეთ შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეებს ან მსოფლიოს გამორჩეულ მოღვაწეებს. ნეთანიაჰუმ ასეთი მიმართვა უკვე სამჯერ გააკეთა, ბოლოს 2015 წელს.
ის გახდება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ოთხჯერ სიტყვით გამოვა კონგრესის ერთობლივ სხდომაზე. დღემდე მხოლოდ მას და მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს მოუწიათ სამჯერ სიტყვიტ გამოსვლა კონგრესში.
დღეს ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი არ დასრულდება ვიდრე ჰამასი იქნება არ განადგურდება. თუმცა მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის ახალი პირობები წარუდგინა, რომელიც კატარმა ტერორისტულ დაჯგუფებას უკვე გადასცა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება სამ ეტაპს მოიცავს.