ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოხსნა.
ამის შესახებ მან პრაღაში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, თავდაცვა ესკალაცია არ არის.
„ნატო-ს მხარდაჭერა ომის განვითარების შესაბამისად განვითარდა. მივესალმები, რომ მოკავშირეები იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს შეამცირებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესია. რუსეთი დაესხა უკრაინას, უკრაინას კი თავდაცვის უფლება აქვს. მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ წინსვლას ამ გზასთან დაახლოებაში. ეს უკრაინის უსაფრთხოების საბოლოო გარანტია იქნება და უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას და აღდგენისთვის საჭირო სტაბილურობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.